weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ლაგოდეხში ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

18:52 კვირა, 13 ოქტომბერი 2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილები 40-დან 50 წლამდე მამაკაცები არიან.

ავტოავარია წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო ტრაილერი შეეჯახა. სამივე გარდაცვლილი მსუბუქი ავტომობილის მგზავრია. ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]