weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ხაშურში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

11:06 ორშაბათი, 14 ოქტომბერი 2019

გორის რაიონულმა სასამართლომ ხაშურში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 32 წლის ირაკლი დეკანოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

Qartli.ge-ის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულს ყოფილ ცოლთან, 30 წლის ნათია გოგალაძესთან კონფლიქტი რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდა.

„შეიარაღდა ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღით. ნათია გოგალაძემ მაღაზია ჩაკეტა. ოთხჯერ ესროლა, ვერ მიაყენა ზიანი. შემდეგ შეაგდო ყუმბარა. ნათია გოგალაძე გამოიქცა და შევარდა სხვაგან, ბრალდებული გაეკიდა და იარაღის კონდახი თავში ჩაარტყა“, – განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. როგორც ადვოკატმა, ლარისა ჩადუნელმა განაცხადა, ირაკლი დეკანოიძეს ყოფილი ცოლის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

„მას უნდოდა შელაპარაკებიდან გამომდინარე, სხეულის დაზიანება მიეყენებინა მისთვის. მათი უთანხმოების მიზეზი ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

30 წლის ნათია გოგალაძე ხაშურში 11 ოქტომბერს მოკლეს. პოლიციამ 32 წლის, წარსულში ნასამართლევი ირაკლი დეკანოიძე ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილ ცოლს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ორი ხელყუმბარა და სანადირო დანა ამოიღეს. შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გრძელდება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]