weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სამეგრელოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

11:27 ორშაბათი, 14 ოქტომბერი 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, საქართველოში პირველად, ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება. გასტრონომიულ ღონისძიებაზე, რომელიც 19 ოქტომბერს არის დაგეგმილი, მეგრულ, იმერულ, აჭარულ, გურულ, რაჭულ, სვანურ, მესხურ, ქისტურ, ოსურ და თუშურ ხაჭაპურს გამოაცხობენ, მათგან საუკეთესოს კი ჟიური გამოავლენს.

„ხაჭაპურის ფესტივალზე ასევე გელით: სამმეტრიანი გებჟალიის მასტერკლასი და დაგემოვნება, ოთხმეტრიან მაყალზე შემწვანი ხაჭაპური, მეგრული სამზარეულოს უგემრიელესი ნაწარმის დეგუსტაცია, გასტრონომიის ასოციაციის მიერ UNESCO-ში წარდგენილი ხაჭაპურის პროექტი და ხაჭაპურის ისტორია, ეთნო და ფოლკლორული მუსიკა, გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის, ეკოლოგიურად სუფთა და უნიკალური ადგილობრივი პროდუქციის (თაფლი, ყველი, თხილი და სხვა) გამოფენა-გაყიდვა“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათივე განმარტებით, ფესტივალის მიზანი ხაჭაპურის პოპულარიზაცია და რეგიონული ტურიზმის მხარდაჭერაა.

ხაჭაპურის ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებით და USAID-ის პროექტი „ზრდას“, რეგიონული ხელისუფლების, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და რუხის სავაჭრო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]