weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეს დებატებში იწვევს

10:08 სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სავარაუდო მსხვერპლს თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს სატელევიზიო დებატებში იწვევს.

ამის შესახებ განცხადება კუბლაშვილმა სიციალურ ქსელში გაავრცელა და „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას თხოვნით მიმართა:

„მივმართავ ბატონ ნიკა გვარამიას, გთხოვთ, დამითმეთ ეთერი და მოიწვიეთ ჩემთან დებატებში თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი. ფორმატი იყოს პირდაპირი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, მზად ვარ ღია და პირდაპირი საუბრისთვის, კითხვებზე პასუხისთვის!

მე ვირჩევ ნიკას, ვინაიდან ის არის კვალიფიციური იურისტი და შემდეგ- ჟურნალისტი, ბევრად კომფორტულია ჩემთვის მის მწვავე და თუნდაც მიკერძოებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ვიდრე, ახსნა, თუ რატომ არ არის კითხვა რელევანტური.

აქვე უნდა მომეცეს საშუალება, დავუსვა ამომწურავი კითხვები თამთას და არ შევიზღუდო დროში. ველოდები პასუხს“, – აცხადებს კუბლაშვილი.

თამთა თოდაძე, რომელიც 2017 წლიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანაშემწე იყო, ამბობს, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ჯიშკარიანმა მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო. თოდაძის თქმით, ილია ჯიშკარიანმა ბიუროში არსებული ტექნიკა დააზიანა და ტელეფონი დაუმტვრია. ქალი ამბობს, რომ გაქცევა მოახერხა და სახლში მისულმა პოლიცია 16:44 საათზე გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე ღამის 3 საათზე მივიდნენ, როდესაც ოთახი დალაგებული და ინციდენტის კვალი წაშლილი იყო.

ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას ბრალად ედება თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა. ბრალის სიმძიმისა და დაზარალებული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, 11 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება.

ამ თემაზე:

მოაწყო პროვოკაცია, რომელიც სავარაუდოდ ოჯახთან ჰქონდა შეთანხმებული - ადვოკატი თოდაძეზე

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]