weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რუსთავში ქალს და მცირეწლოვან ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა

00:46 ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019
ფოტო: tv4.ge ფოტო: tv4.ge

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, მცირეწლოვან ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა. ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბავშვი დედას და ნათლიას ზებრა გადასასვლელზე საბავშვო ეტლით გადაყავდათ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი და ნათლია დაშავდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]