weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უწმინდესი ამბობს, რომ ანაკლიის პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია – ხაზარაძე

13:56 ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პატრიარქმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ ჰკითხა.

„შევხვდი უწმინდესს, მოვუყევი ჩემი მომავალი გეგმების შესახებ. მკითხა ანაკლიაზეც. დამლოცა და მითხრა, რომ უნდა ვიყო ფრთხილად.

საქართველოში არ დამიწყია არცერთი მსხვილი ბიზნესი - „ბორჯომი“, „ლისის ტბა“ თუ ანაკლია, ისე, რომ უწმინდესთან მაკეტით არ მოვსულიყავი (ეს არის ჩემი ტრადიცია) და მას არ დაელოცა, არ გადაესახა ჯვარი ამ ჩვენი საქმისთვის და ყველა საქმე დამთავრდა წარმატებით. მე დარწმუნებული ვარ, ანაკლია აუცილებლად აშენდება.

უწმინდესი ამბობს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი არა მარტო საქართველოსთვის, არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ჩვენი მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]