weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2019

თბილისში, ფონიჭალასა და სართიჭალაში 5 მსხვილი ნარკორეალიზატორი დავაკავეთ – შსს

15:46 ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019 hits 349
ფოტოკადრი შსს-ს ვიდეოდან ფოტოკადრი შსს-ს ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, 5 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1983 წელს დაბადებული დ.მ., 1981 წელს დაბადებული ა.ე., 1978 წელს დაბადებული ფ.თ., 1981 წელს დაბადებული გ.ა., 1982 წელს დაბადებული ა.ი.

„პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 11 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 20 ათას 970 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს“, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 26.2 კილოგრამი „ჰეროინი“, 2 კილოგრამი „კოკაინი“, 13700 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 23.1 კილოგრამი „მდმა“ 9.8 კილოგრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 600 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სულ დაკავებულია 113 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]