weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ჭიათურის მაღაროში 29 წლის კაცი დაიღუპა

10:26 პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში 29 წლის მუშა გარდაიცვალა. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ შემთხვევა 17 ოქტომბერს, 21:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მუშის დაღუპვა სანგრევ სამუშაოებს უკავშირდება.

„ამ დროისთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს ვუსამძიმრებთ“, – ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]