weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2019

ილია ჯიშკარიანი თითო ჭიქა კონიაკს ყოველ დღე სვამდა, ჩვევა ჰქონდა ასეთი – კუბლაშვილი

11:28 პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019 hits 551

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული თბილისის საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი აცხადებს, რომ ჯიშკარიანს ინფარქტი ოთხჯერ აქვს გადატანილი, რის გამოც ყოველ დღე ერთი ჭიქა კონიაკის დალევა მისთვის აუცილებელია.

ამასთან ადვოკატი ამბობს, რომ 30 სექტემბერს, დღის 4 საათიდან 5 საათამდე, დეპუტატის ბიუროში მყოფმა ილია ჯიშკარიანმა და თამთა თოდაძემ კონიაკი დალიეს. მარიამ კუბლაშვილი ადასტურებს, რომ ინციდენტის ადგილიდან ამოღებულია კონიაკის ცარიელი ბოთლი, თუმცა ზუსტად არ იცის, რამდენლიტრიანია ის.

„ილია ყოველდღიურად სვამდა. თითო ჭიქა კონიაკს სვამდა. ჩვევა ჰქოდა ასეთი. ალკოჰოლიზმი არ აქვს. მისი საჭიროებიდან გამომდინარე შეჩვეული იყო. ნაბახუსევზე რომ სჭირდებოდა, ეს ერთ-ერთი დღე იყო.

ორი ჭიქა კონიაკი მიიღო ეს არის სრული სიმართლე. ჭიქებიც ამოღებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ. რა თქმა უნდა, არ დათვრა. ის იყო ჩვეულ მდგომარეობაში“, – განაცხადა კუბლაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

მისივე თქმით, ჰყავს მოწმე, რომელის თქმითაც, თამთა თოდაძემ დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან ნასვამი იყო: „თამთა ბევრს სვამდა სხვა ფრაგმენტებშიც და გამოჩნდებიან მოწმეები“.

თამთა თოდაძე, რომელიც 2017 წლიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანაშემწე იყო, ამბობს, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ჯიშკარიანმა მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო. თოდაძის თქმით, ილია ჯიშკარიანმა ბიუროში არსებული ტექნიკა დააზიანა და ტელეფონი დაუმტვრია. ქალი ამბობს, რომ გაქცევა მოახერხა და სახლში მისულმა პოლიცია 16:44 საათზე გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე ღამის 3 საათზე მივიდნენ, როდესაც ოთახი დალაგებული და ინციდენტის კვალი წაშლილი იყო.

თამთა თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებით, გამოძიების ფარგლებში გამოკითხულები არიან სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის ექიმები, რომლებიც არ უთითებენ თამთა თოდაძის უგონო ნასვამ მდგომარეობას.

ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას ბრალად ედება თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა, რასაც ჯიშკარიანი არ აღიარებს. ბრალის სიმძიმისა და დაზარალებული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, 11 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]