weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რამდენიმე დღე ვფიქრობდი ამეღო თუ არა ეს საქმე, ჯიშკარიანის დავიჯერე – ადვოკატი

11:57 პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019

ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განმარტა, რატომ გადაწვიტა დაეცვა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

„პირველ რიგში, ეს ჩემი პროფესიაა და ბუნებრივია, უნდა დავიცვა. არაერთხელ მითქვამს უარი ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური ძალადობის საქმეებზე, როდესაც ჩამიხედავს ფაქტობრივ გარემოებებში, მტკიცებულებებში და თუნდაც - გამოცდილებიდან გამომდინარე, მაქვს უნარი, ჩემი შინაგანი რწმენა შემექმნას, თუნდაც პირველივე ინტერვიუს დროს. თუ ვერ ვრწმუნდები ადამიანში, თუ არ მაქვს რწმენა და სურვილი, ვერ დავიცავ.

ამ ადამიანის [ილია ჯიშკარიანი] დავიჯერე. რამდენიმე დღე ვფიქრობდი, ამეღო თუ არა ეს საქმე. მოვითხოვე სხვადასხვა ადამიანებთან შეხვედრა, მედია ანალიზი გავაკეთე და გამოვიტანე დასკვნა და დავრწმუნდი. ძალიან მარტივია დაზარალებულის მოსმენა, მისი განმარტებების ანალიზი და ვისაც აქვს გამოცდილება, დამნაშავის ფსიქოლოგია იცის, ძალიან მარტივია დარწმუნდეს, რომ ის [თამთა თოდაძე] ცრუობს. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა კუბლაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, თავად თამთა თოდაძემ „განახორციელა თავდასხმა და წამოვიდა პროვოკაციაზე.

თამთა თოდაძე, რომელიც 2017 წლიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანაშემწე იყო, ამბობს, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ჯიშკარიანმა მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას ბრალად ედება თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა, რასაც ჯიშკარიანი არ აღიარებს.

11 ოქტომბერს, სასამართლომ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]