weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი ნაწარმოები არ არსებობს – შალვა თადუმაძე

12:42 პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019

„ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი ნაწარმოები არ არსებობს“, – მიმართა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციის მონაწილეებს.

თადუმაძემ განმარტა, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ დაწერა.

რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძე ჰკითხა, ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“. თადუმაძემ, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში უსმენდნენ, თქვა, რომ არ იცის. მოგვიანებით გენერალურმა პროკურორმა განმარტა, რომ მისი პასუხი ხუმრობა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]