weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2019

ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტის წინააღმდეგ ეთიკის ქარტიას მიმართა

14:58 პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019 hits 641

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა გამოცემა „პრაიმტაიმის“ წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მიმართა.

საქმე ეხება „პრაიმტაიმის“ ორ მასალას – სტატიას სათაურით: „მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“ - მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე“ და მოგვიანებით გამოქვეყნებულ ჩანაწერს, რომელიც ადვოკატთან ინტერვიუს აუდიოვერსიაა.

მარიამ კუბლაშვილი ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა თორნიკე ყაჯრიშვილმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები, კერძოდ, პირველი პრინციპი: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია; მეხუთე პრინციპი: მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

„სტატიის სათაური მხოლობით რიცხვშია წარმოდგენილი, მაშინ, როდესაც ინტერვიუს მსველობისას შინაარსობრივად იკვეთებოდა მიმართვის მრავლობითი ფორმა და ინტერვიუს აუდიოვერსიის მოსმენის შემდგომ ნათელი ხდება, რომ

მე საუბარი მხოლოდ თამთა თოდაძის შესახებ არ მქონია და არც რომელიმე პიროვნებაზე კონკრეტულად, არამედ შექმნილ სიტუაციაზე ზოგადად. ამ სიტყვებით ვგულისხმობდი დღეს არსებული გარემოების დასრულებას“, – აღნიშნავს კუბლაშვილი.

მისივე თქმით, სტატიის გამოქვეყნების შემდგომ დაუკავშირდა რედაქციას და სტატიის კორექტირება მოითხოვა, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს, სადაც როგორც მარიამ კუბლაშვილს, ისე ჟურნალისტს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ექნება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]