weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ახალი ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მეწარმეებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება

18:14 პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019

სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა სარეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დანერგილ ინოვაციური სერვისსაც, რომლის საშუალებითაც, შპს-ების პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულად შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. მომსახურების მისაღებად საჭიროა როგორც შპს, ისე მისი პარტნიორები პორტალზე: www.my.gov.ge იყვნენ რეგისტრირებულნი.

შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]