weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თბილისში 16-სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

10:31 შაბათი, 19 ოქტომბერი 2019
ფოტო: 1tv.ge ფოტო: 1tv.ge

თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გამთენიისას ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. დაშავდა ოთხი ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გამცხადებით, აფეთქების შედეგად მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა, დაზიანდა ეზოში მდგარი ავტომობილები.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია მიქიაშვილის განცხადებით, მისამართზე, სადაც აფეთქება მოხდა, კომპანიის თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული იყო კუსტარულად წყალგამაცხელებლის დამონტაჟების ფაქტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]