weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2019

ბედიანში ფსიქიატრიული კლინიკის მოსალოდნელ დახურვას აპროტესტებენ

16:14 შაბათი, 19 ოქტომბერი 2019 hits 222
ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის ჩახერგილი შესასვლელი / ფოტო FB დაბა ბედიანი ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის ჩახერგილი შესასვლელი / ფოტო FB დაბა ბედიანი

წალკის მუნიციპალიტეტში, ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკიდან პაციენტების გაყვანის საშუალება არ მისცეს. სამინისტროს პაციენტები სხვა კლინიკებში უნდა გადაეყვანა, მაგრამ ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შესასვლელი კარი პერსონალმა ხის მორებით ჩაკეტა.

ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის თანამშრომლების თქმით, სოფლის მცხოვრებლები კლინიკაში არიან დასაქმებული და მისი დახურვის შემდეგ, ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩებიან. „ფსიქიატრიულის დირექტორმა გიორგი გულაშვილმა უბრალოდ მოგვატყუა. ჯერ გვითხრა, რომ არ იხურებაო, გუშინ კი ფაქტის წინაშე დაგვაყენა. ნორმალურ პასუხს არავინ გვცემს, პერსონალს რა ბედი გვეწევა. 13 წელია აქ ვმუშაობ, მთელი სოფელი ამ დაწესებულებიდან სულდგმულობს. გვეუბნებიან, რომ 6 თვიან უხელფასო შვებულებაში გვიშვებენ. საავადმყოფოს გასასვლელი ამიტომ ჩავხერგეთ“, - ამბობს კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ბედიანის მცხოვრებლებს აღელვებთ, ის არის, რომ შესაძლოა, ფსიქიატრიული კლინიკის ნაცვლად, შენობაში რემონტის შემდეგ ნარკორეაბილიტაციის ცენტრი განთავსდეს. ადგილობრივების თქმით, მათთვის სოფელში „ბევრი ნარკომანის თავმოყრა“ მიუღებელია.

შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში 158 პაციენტია განთავსებული. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში პრობლემურია: მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კლინიკის ბენეფიციარები არ არიან დაცული არასათანადო მოპყრობისგან.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბედიანიდან 90 პაციენტი ქუტირის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, 30 პაციენტი ბათუმის ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებაში, 25 პაციენტი კი სურამის ფსიქიატრიულში. სამინისტროში განმარტეს, რომ მომდევნო კვირაში ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის თანამშრომლებთან და სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]