weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ოკუპანტები დოლომიტის საბადოსკენ მიიწევენ - დავით ქაცარავა

14:38 ორშაბათი, 21 ოქტომბერი 2019

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ყობის სიახლოვეს მდებარე დოლომიტის საბადოსკენ მიიწევენ.

„80 მეტრი აშორებთ ოკუპანტებს სოფელ ყობამდე, დოლომიტის საბადომდე კი ნახევარ კილომეტრზე ნაკლები. სწორედ ეს საბადოა მათთვის სტრატეგიული ობიექტი. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სავარაუდოდ საბადოს ოკუოპაციასაც მალე მოახდენენ.

500 მეტრია დარჩენილი გენადი ბოსიკოვის სახლამდე. სოფელში მხოლოდ ბოსიკოვები ცხოვრობენ“- აცხადებს ქაცარავა qartli.ge-თან ინტერვიუში.

სოფელი ყობი ხაშურის მუნიციპალიტეტშია და ბოლო სოფელია  ე.წ. საზღვართან, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. ყობს ოკუპირებული სოფელი წნელისი ესაზღვრება. ოკუპირებული წნელისიდან ახლოსაა ქარელის რაიონის სოფელი აბანო, სადაც დოლომიტის საბადო მდებარეობს.

დოლომიტი კარბონატების კლასის მინერალია. დოლომიტს იყენებენ მეტალურგიაში, ცეცხლგამძლე აგურისა და ლითინური Mg-ის მისაღებად, სოფლის მეურნეობაში, მჟავე ნიადაგების გასანეიტრალებლად სხვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სოფელ ყობის მიმართულებით არაფერი ხდება, რაც შეეხება ჩორჩანაში არსებულ ვითარებას, ლილუაშვილის თქმით, ოსური მხარე მათ მიერ აგებულ საგუშაგოებთან მიმავალი გზების შეკეთებას ახორციელებს.

„ქმედებებში ჩვენი ქვეყანა შეზღუდულია, რადგან, კარგად მოგეხსენებათ, რა სამხედრო ძალის კონცენტრაციასთან გვაქვს საქმე გამყოფი ხაზის იქით. ჩვენი სახელმწიფოს იდეა და სურვილი, რომ ნებისმიერი კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, წარმატებით ხორციელდება. წარმატებაში იგულისხმება, რომ უამრავი ჰუმანიტარული პროექტის შეთავაზებით, ხაზს იქით დარჩენილი ჩვენი მოქალქეები წარმატებით სარგებლობენ, ყოველ შემთხვევაში დიდი სურვილი აქვთ, რომ უფრო დიდი მასშტაბებით ისარგებლონ. ამას რა თქმა უნდა, ხელს უშლის საოკუპაციო ზოლი, სადაც თავისუფალი გადაადგილება შეზღუდულია, უკანონო დაკავებებს აქვს ადგილი და ყველანაირად გართულებულია უსაფრთხოების გარემო. შესაბამისად, ფორმატები რიმლითაც ვსარგებლობთ საოკუოპაციო ხაზს იქით და აქეთ, არის IPRM -ის ფორმატები, რომელიც არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ მხარდაჭერილი. ასევე, არის ჟენევის ფორმატი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]