weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული დედის ქმარი ხელწერილით გაათავისუფლეს

11:13 ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2019

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული დედის ქმრის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების არცერთი ზომა არ გამოიყენა და ის ხელწერილით გაათავისუფლა.

პროკურატურა 21 წლის მამაკაცს 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებს, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მამაკაცს ბრალი ორი დღის წინ წაუყენეს. საქმის მასალების მიხედვით, გოგო, რომელიც ახლა შვილის მკვლელობაშია მსჯავრდებული და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, დაოჯახების დროს 16 წლის იყო.

კასპის რაიონში შვიდი თვის ჩვილი 2019 წლის 21 მაისს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ბავშვის არასრულწლოვანი დედა დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჩვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]