weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2019

„ჰამიდ, მარტო არ ხარ, ვაპროტესტებთ ნაადრევ ქორწინებას“

11:35 ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2019 hits 652

გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდის სკოლის მასწავლებლის ჰამიდ სადიკოვის მხარდასაჭერად, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, სოფლის ცენტრში იძულებით ბოდიში მოახდევინეს იმის გამო, რომ გოგოს ძალით მოტაცება გააპროტესტა და უხუცესები გააკრიტიკა, მუსლიმმა ახალგაზრდებმა მხარდამჭერი კამპანია დაიწყეს.

„სალამ, ჩვენ მოვედით. ვართ თქვენს წინაშე. მოვდივართ, გავაჟღეროთ ჩვენი თემისა და საზოგადოების საკითხები. მოვდივართ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ. მოვდივართ, რათა გავაპროტესტოთ ნაადრევი ქორწინება და გოგოების ძალით მოტაცება. მოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს. მოვდივართ, რათა დავიცვათ ჩვენი კულტურა და ისტორია. ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ... ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი, მე ჰამიდი ვარ, ჩვენც ჰამიდი ვართ“ - ამბობენ ვიდეომიმართვის მონაწილეები.

„ჩემი ყოფილი მოსწავლე ძალით გაიტაცეს. დღეს მას უნივერსიტეტში პირველი ნაბიჯები უნდა გადაედგა. აი, ასეთი ნაძირლების, არაკაცებისა და ბინძური ადამიანებისგან შედგება ჩვენი თემი. ახლა ბინძურწვერიანი აღსაკალები [უხუცესები] დაიწყებენ, „შერიგდით და დასრულდეს ყველაფერი“, – ამ შინაარსის ფეისბუქ-პოსტის გამო ახალგაზრდა პედაგოგი სკოლიდან გამოიყვანეს და სოფლის ცენტრში ბოდიშის მოხდა აიძულეს. ბოდიშის მოხდის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. პოლიციას ამ დრომდე არავინ მიუცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]