weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

22:14 ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2019
პირველი არხის ფოტო პირველი არხის ფოტო

ქრთამის აღებაში ბრალდებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამავე საქმეზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი ვაკის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუა, რომელსაც პროკურატურა ქრთამის აღებაში დახმარებას ედავებოდა.

მოსამართლემ ჩოჩუას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან, სამი წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ოთხი წელი კი პირობითი მსჯავრი.

გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გრიგოლ ივანეიშვილი 2019 წლის 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას 250 000 ლარის ოდენობით ქრთამის აღებას ედავებოდა. ამავე საქმეზე, ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით, თეიმურაზ ჩოჩუა 26 იანვარს დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]