weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში ევროკავშირის მისიის დამკვირვებლები დააკავეს

23:25 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2019

24 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წევრები დააკავეს.

მისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავება მოხდა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული წარმომადგენლების მიერ, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში. ცხინვალთან მაშინვე გააქტიურდა ცხელი ხაზი და EUMM-ის დამკვირვებლები გაათავისუფლეს.

„მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად“, - ნათქვამია EUMM-ის განცხადებაში.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა პატრულირება ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე სტაბილურობის მხარდასაჭერად.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ღრმად არის შეშფოთებული იმით, რომ შეიარაღებული უსაფრთხოების წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს ხელს უშლიან განახორციელონ ყოველდღიური საქმიანობა მანდატის შესაბამისად.

ინციდენტი 25 ოქტომბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ტექნიკურ შეხვედრაზე იქნება განხილული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]