weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქუთაისში შსს-ს მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა სტაბილურია

12:59 ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2019

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით მშენებარე კორპუსიდან გამოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, მშენებლობაზე ერთი კვირის დასაქმებული იყო.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ცოტნე ბარბაქაძე განმარტავს, რომ ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცულია და მუშა დაუდევრობის გამო გადმოვარდა. მისივე თქმით, გადმოვარდნის დროს მუშა იმ სამუშაოებს ასრულებდა, რაც მისთვის არ დაუვალებიათ.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება

მშენებარე ობიექტიდან მუშის გადმოვარდნის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაობზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]