weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

საქართველოში ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

14:45 ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სასამართლოების, თვითმმართველობის ორგანოების, მედია გამოცემების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. საიტებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩანს ინგლისურენოვანი წარწერით „მე დავბრუნდები“.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, აჭარის უმაღლესი საბჭო, ქუთაისის მერია, ბათუმის მერია, მედიის განვითარების ფონდი, საზოგადოება და ბანკები, გურიის მოამბე, დიანიუსი, თრიალეთი - ეს იმ საიტების არასრული ჩამონათვალია, ვისზეც კიბერთავდასხმა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, კიბერთავდასხმა ასზე მეტ ვებგვერდზე მოხდა.

კომპანიების ინფორმაციით, ჰაკერული შეტევა ახლაც გრძელდება და ისინი მოგერიების რეჟიმში არიან.

სავარაუდო კიბერშეტევის გამო გაითიშა ტელეკომპანიების „იმედის“ და „მაესტროს“ მაუწყებლობაც.

„ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში“, - განაცხადა „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიხლაძემ.

მოგვიანებით „იმედის“ მაუწყებლობა აღდგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]