weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2019

პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს

22:21 სამშაბათი, 29 ოქტომბერი 2019 hits 680

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი, 29 წლის სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლები სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გარდაცვლილის დედა და მეგობრები თვითმკვლელობას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უკავშირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში თავი მოიკლა 287-მა ადამიანმა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობის მცდელობის 219 შემთხვევა.

თვითმკვლელობის თავიდან აცილება შესაძლებელია. ფსიქოლოგების მტკიცებით, სუიციდის შემთხვევების უმეტეს ნაწილს წინ გამაფრთხილებელი ნიშნები ახლავს. ფსიქოლოგიურად დამარცხებული ადამიანები ხშირად მკვეთრად იცვლიან ქცევებს (მაგ, იწყებენ ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკების მოხმარებას), კარგავენ ინტერესს თავიანთი საქმის და ზოგადად ცხოვრების მიმართ: უჭირთ კონცენტრირება, მუდმივად დაღლილები და გაღიზიანებულები არიან. ხშირად, ხმამაღლა აცხადებენ კიდეც, რომ „სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიათ“... გარეგნობას, ჰიგიენას და ჯანმრთელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. არცთუ იშვიათად, სიცოცხლისთვის საშიშ ექსტრემალურ სიტუაციებს ხელოვნურად ქმნიან.

თუ იცნობ ვინმეს, ვინც თვითმკვლელობის რისკის ქვეშაა, მაშინ: შეარჩიე შესაბამისი დრო და წყნარი ადგილი, რათა გაესაუბრო ადამიანს, ვისზეც ღელავ. აგრძნობინე, რომ უსმენ; წაახალისე მიიღოს დახმარება პროფესიონალისგან, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, სოციალური მუშაკი. შესთავაზე სპეციალისტთან გაყოლა.

„რეგინფო“ მწუხარებას გამოთქვამს სანდრო ბერაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]