weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაწყალებლად პრეზიდენტს მიმართავს

21:19 ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი 2019

მკვლელობის მომზადების მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი პრეზიდენტს მიმართავს.

შეწყალების შუამდგომოლობის შესახებ გადაწყვეტილება სინოდმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც სინოდის სხდომის ოქმშია აღნიშნული, დეკანოზის ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათალისწინებით.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დასდეს ბრალი, ე.წ. "ციანიდის საქმე". მამალაძე ბრალს არ აღიარებს. 2017 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი დამნაშავედ სცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გაგზავნილი. დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. როგორც მაშინ შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განმარტა, კომისიამ ამ საკითხზე იმსჯელა, მაგრამ კონსენსუსი ვერ შედგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]