weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

14:53 ხუთშაბათი, 07 ნოემბერი 2019

მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისა და სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილი, ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე, დღეს, დილით გარდაცვლილი იპოვეს. 50 წლის იასონ წამალაიძე მეტრომშენის დასახლებაში მდებარე ეკლესიაში მსახურობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქრისტეფორე წამალაიძის თქმით, მისი შვილი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

სასულიერო სემინარიის სტუდენტებმა 1988 წელს ქრისტეფორე წამალაიძეს გაუგზავნეს წერილი, სადაც ისინი სემინარიის მაშინდელ რექტორს, ამჟამად წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მეუფე ზოსიმემ თქვა, რომ ამ სტუდენტების უკან ქრისტეფორე წამალაიძე იდგა. სასულიერო პირების მხილება საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი პეტრე ცაავა გადააყენეს და მღვდელმოქმედება აუკრძალეს. მეუფე პეტრემ თქვა, რომ „სინოდს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე“.

სინოდის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]