weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

16:22 ხუთშაბათი, 07 ნოემბერი 2019

ბათუმში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე, მშენებარე კორპუსიდან 23 წლის მუშა გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო გამოძიება სულ 234 შემთხვევაზე დაიწყო. აქედან მხოლოდ 11 საქმეა გახსნილი. ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36 %-ით არის გაზრდილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]