weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თელავში გაზგასამართ სადგურზე მანქანა აფეთქდა, დაიღუპა ერთი ადამიანი

13:45 პარასკევი, 08 ნოემბერი 2019

თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა. მანქანაში 4 ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთს ბალონის ნამსხვრევი მოხვდა და გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის სისტემა გამართული არ იყო.

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240​ პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა. დამაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]