weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

ქუთაისში შსს-ს მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა დაიღუპა

13:26 ოთხშაბათი, 13 ნოემბერი 2019 hits 224

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით მშენებარე კორპუსიდან გამოვარდნილი მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მამაკაცი, რომელიც მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, მშენებლობაზე ერთი კვირის დასაქმებული იყო.

შემთხვევა 27 ოქტომბერს  მოხდა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცულია და მუშა დაუდევრობის გამო გადმოვარდა. მისივე თქმით, გადმოვარდნის დროს მუშა იმ სამუშაოებს ასრულებდა, რაც მისთვის არ დაუვალებიათ.

საავადმყოფოს დირექტორის ირაკლი გოგინავას განცხადებით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნიკეას ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება.

მშენებარე ობიექტიდან მუშის გადმოვარდნის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაობზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]