weather cur horoscope tv
აგვისტო 12, 2020

თიბისი IT აკადემია სტუდენტების მეორე ნაკადის მიღებას იწყებს

18:29 ოთხშაბათი, 13 ნოემბერი 2019 hits 310

თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისი IT აკადემია სტუდენტებისთვის backend development-ის კურსზე მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, IT აკადემიაში სწავლება ყველა სტუდენტისთვის უფასოა.

4 თვის განმავლობაში, ჟიურის მიერ შერჩეულ 36 სტუდენტს ცოდნას სპეციალურად კურსისთვის მოწვეული უცხოელი, პროფესიონალი მენტორები გაუზიარებენ. გარდა თეორიული ცოდნისა, სტუდენტები ყოველკვირეულად იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებებსა და  პროექტებზე. კურსის გავლის შემდეგ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მუშაობა გააგრძელონ მაღალანაზღაურებად  პოზიციებზე.

აკადემიის 25 წარმატებული კურსდამთავრებული უკვე დასაქმდა თიბისი ჯგუფში.

საგანმანათლებლო პლატფრომა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თიბისის ინიციატივით 2019 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა და ის ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნით ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

თიბისი IT აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე მოდევნო კურსზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე

R - თიბისის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]