weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მე-5 დღეა ოკუპანტების ტყვეობაშია ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

10:38 ხუთშაბათი, 14 ნოემბერი 2019

საოკუპაციო ძალებს მე-5 დღეა ტყვეობაში ჰყავთ ცნობილი ქართველი ექიმი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი.

ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ საქმე აღძრულია „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლი). დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან მიზანმიმართულად გადაკვეთა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებს ჰყავთ დაკავებული. სუს-ში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა საოკუპაციო ძალებს 9 და 11 ნოემბერს ახმაჯთან და ორჭოსანთან საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე ჰყავდა დაკავებული. ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ესენი არიან: 1961 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები რამაზ ზადიშვილი; სოფელ გრემისხევის მკვიდრი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი და სოფელ კოდისწყაროში მცხოვრები, 1956 წელს დაბადებული ზურაბ ტუხიაშვილი. ისინი 13 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ფულადი თანხით დააჯარიმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაძევებით.

 

ახალგორში დაკავებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა - პრეზიდენტი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]