weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 34 წლის ბექა კვიციანი დააკავეს

10:59 ხუთშაბათი, 14 ნოემბერი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბექა კვიციანი დააკავეს. ბრალდებული საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის ძმის შვილია.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ნ. ც.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემზარ კვიციანმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში გუშინ დაადასტურა, რომ ბექა კვიციანი მისი ძმისშვილია და ის მიხედავს. დეპუტატმა თქვა, რომ მიმალვაში მყოფი ბრალდებული მან იპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]