weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს

22:42 სამშაბათი, 26 ნოემბერი 2019

რამდენიმე წუთის წინ, ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს. როგორც სააგენტო „რეგინფოს“ კორესპონდენტი იტყობინება შემთხვევის ადგილიდან, გარდაცვლილია ცაგერის პოლიციის ორი თანამშრომელი გ.ო. და რ.მ. დაჭრილია ერთი პირი, 48 წლის მამაკაცი, რომელიც ცაგერის საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციელები ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ ერთმანეთს ესროლეს.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „რეგინფოს“ განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს ერთ-ერთი პოლიციელი გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი საავადმყოფოში შეყვანისთანავე დაიღუპა.

ლაჯანაში პოლიციელების მკვლელობის საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს. როგორც რეგინფოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]