weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო გენპროკურორი და შს მინისტრი გაათავისუფლეს

15:16 სამშაბათი, 03 დეკემბერი 2019

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო კრებამ დააკმაყოფილა დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას წარდგინება და დე ფაქტო გენერალური პროკურორი ზურაბ აჩბა და მისი მოადგილე ესშოუ კაკალია თანამდებობებიდან დაითხოვა.

მანამდე დე ფაქტო შს მინისტრის თანამდებობიდან დაითხოვეს გარი არშბა დამისი მოადგილე კაზბეკ კიშმახოვი.

დე ფაქტო შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ლევან კვარაცხელია დაინიშნა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ძალოვანი მაღალჩინოსნების გათავისუფლება 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

22 ნოემბერს, რესტორან „სან რემოში“ ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირებმა ე.წ. კანონიერი ქურდები ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა მოკლეს. დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდა ქალი დომენიკა აკირტავა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რესტორანში მუშაობდა.

მკვლელობის შემდეგ დე ფაქტო პარლამენტთან, მოკლულთა ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს დე ფაქტო შს მინისტრის გათავისუფლების მოთხოვნით,

ხაჯიმბას განმარტებით, მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად პროკურატურას გარკვეული ვადა ჰქონდა, შედეგი კი ვერ დადო, რის გამოც ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირები დაითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]