weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

იაპონიის ელჩის რეზიდენციაში საგრანტო კონტრაქტს მოეწერა ხელი

17:49 ოთხშაბათი, 04 დეკემბერი 2019

3 დეკემბერს, თბილისში, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში იაპონიის ხალხისა და მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, პროექტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, თუშეთის განვითარების ფონდის წარმომადგენლები ზურაბ ბაბულაიძე და რატი კოჭლამაზაშვილი.

პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების ზრდას საქართველოში და საერთო ჯამში მდგრად განვითარებას.

საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა „თუშეთის განვითარების ფონდის“ პროექტმა, „მძიმე ტექნიკის შეძენა გზების საწმენდად და ინფრასტრუქტურის სამუშაოებისთვის თუშეთში“. პროექტის ფარგლებში თუშეთს გადაეცემა მძიმე ტექნიკა გზების საწმენდად, რათა გაიზარდოს თუშებისთვის შიდა მიმოსვლის შესაძლებლობები და გაიზარდოს წვდომა როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლო სერვისებზე. აღნიშნულ პროექტში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილია თანადაფინანსებით.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, იაპონიამ დააფინანსა 176 საგრანტო პროექტი, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რამაც შეადგინა 17 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (გარდა სხვა პროგრამებით დაფინანსებული პროექტებისა). საგრანტო პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]