weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს, ერთ-ერთი ბერია

19:40 ხუთშაბათი, 05 დეკემბერი 2019
პროკურორი მარიამ ქორიძე - ლაივპრესის ფოტო პროკურორი მარიამ ქორიძე - ლაივპრესის ფოტო

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში ორი პირი, რომან მალანია და გიგა ქავთარაძე დააკავეს. გიგა ქავთარაძე სასულიერო პირია, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, ის ქართული ეკლესიის წევრი არ არის.

საპატრიარქოს პრესმდივნის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, გიგა ქავთარაძე 2014-2015 წელს ბერად ათონის მთაზე აღკვეცეს და იქ ცხოვრობდა, საქართველოში კი 2017 წელს დაბრუნდა.

„გავრცელებული ფოტო, რომელზეც დაკავებული ბერი ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთან, მეუფე გერასიმესთან ერთად დგას, არაფერს ნიშნავს. ასე ნებისმიერი ეკლესიიდან ჩამოსული დელეგაცია, თუ რაიმე აკრძალვა არ აქვს მსახურებაში, დგება ჩვენთან შესაბამისი კურთხევით. შეუძლია ერთჯერადად იმსახუროს, ან რამდენჯერაც ექნება სურვილი“, - აღნიშნავს ჯაღმაიძე.

რომან მალანია 2 დეკემბერს დააკავეს, 4 დეკემბერს კი 33 წლის გიგა ქავთარაძე პოლიციას თვითონ ჩაბარდა. ქავთარაძე ამბობს, რომ მას ეკუთვნის ჩანთა, რომელშიც პოლიციამ ნარკოტიკები (მეტადონი) აღმოაჩინა. ზუგდიდის სასამართლომ რომან მალანიას აღკვეთის ღონისძიებად, 10 ათასი ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]