weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ქრთამის აღების ბრალდებით ქედაში მერიის თანამშრომელი დააკავეს

09:58 პარასკევი, 06 დეკემბერი 2019

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტარიელ თურმანიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ადვოკატ ზაზა პაპიძის თქმით, თურმანიძე ბათუმში დააკავეს, როცა ის საკუთარი მანქანით მოძრაობდა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ თ-მ მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად აიღო 2000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ქრთამის აღების ბრალდებით სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ არაერთი მოხელე დააკავა. დაკავებულთა შორის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ჭარბობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]