weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

აღმოაჩინეს ვადაგასული ხორცი, რომელიც აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შეეტანათ

11:19 ორშაბათი, 09 დეკემბერი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაგეგმური შემოწმებისას ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს, რომელიც დღეს, დილით აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შეეტანათ ბავშვების გამოსაკვებად.

„ინსპექტირებისას შპს „მანუჩარის“ მიერ ნაქირავებ ფართში აღმოვაჩინეთ 9 სული ძროხის ხორცი, საიდანაც სამი დაკლული იყო ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სასაკლაოს გარეთ. დანარჩენზე არ იყო ეტიკეტირების წესი დაცული, მიკვლევადობა და ამავე დროს ორგანო-ლეპტიკური მახასიათებლებით ჩანდა, რომ იყო ვადაგასული.

ერთ-ერთი ხორცზე აღმოჩნდა მხოლოდ ეტიკეტი და 4 დეკემბრით იყო დათარიღებული. მეპატრონემ გვითხრა, რომ შესაძლოა, ეს ვინმემ ან ჩვენ დავაკარით. ადგილზე გამოძახებულ იქნა პოლიცია, ხორცი დაილუქა და განადგურდება. ამასთან, მეპატრონეს შესაბამისი სანქციები დაეკისრება. ხორცი განკუთვნილი იყო აჭარის საბავშვო ბაღებისთვის“, - უთხრა „რეგინფოს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს წარმომადგენელმა მანანა ერქომაიშვილმა.

„ისედაც ხორცის კრიზისია, ძველი რატომ უნდა იყოს, არ იყიდება ხორცი თუ რა? შარშანაც აქ დავკალი საქონელი ვიდეოთვალის წინ, მოვიდა ვიღაც სურსათის ეროვნული სააგენტოდან, დალუქა ხორცი და 8 დღეში გაანადგურეთო, ტემპერატურული რეჟიმი გაქვთო დარღვეული. ნებისმიერ დროს 2-3 ტონა ხორცი მომიტანეთ, იმ დღესვე აღარ მექნება“, - ამბობს გურიის ტელევიზიასთან ინტერვიუში ხორცის მფლობელი მუჰამედ ბერიძე.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადებას, შემოტანას ან რეალიზაციას. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

გურია TV-ის ვიდეომასალა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]