weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონის 4 მცხოვრები დააკავეს

00:58 სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 7 დეკემბერს საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები არიან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჟამის მკვიდრი ემზარ გამხიტაშვილი, ლამისყანის მკვიდრი ემზარ ზარიძე და სამთავისის მცხოვრები მერაბ  გამხიტაშვილი. დაკავებული იყო 14 წლის ავთანდილ გამხიტაშვილიც, თუმცა ბავშვი უკვე გაათავისუფლეს.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით, ცხინვალის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეები "საზღვართან" ახლოს, ტყეში შეშას ამზადებდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.

დაკავებულთა საქმეებს დე ფაქტო სასამართლო სავარაუდოდ, 10 დეკემბერს განიხილავს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს 4 მოქალაქის დაკავებას. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებისთანავე გააქტიურეს ცხელი ხაზი, არასრულწლოვანი გათავისუფლებულია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]