weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თურქეთიდან შემოტანილ 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

11:51 პარასკევი, 13 დეკემბერი 2019

ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ თურქეთის მხრიდან შემოტანილ 49 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სასურსათო კარტოფილი საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში დაექვემდებარა. კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა. აღნიშნულ ტვირთს უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნებენ.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში 916 800 აშშ დოლარის ღირებულების ახალი ან შეყინული კარტოფილი შემოვიდა. 2018 წელს 4 786 000 დოლარის ღირებულების კარტოფილი შემოიტანეს; 2017 წელს 5 230 6 დოლარის; 2016 წელს 1 992 200 დოლარის; 2015 წელს 378 400 დოლარის; 2014 წელს - 901 800 დოლარის; 2013 წელს - 3 499 300 დოლარის; 2012 წელს - 96 800 დოლარის; 2011 წელს - 314 800 დოლარის; 2010 წელს - 1 256 700 დოლარის.

საქართველოში კარტოფილის ძირითადი იმპორტიორი თურქეთია. სათესლე კარტოფილი კი ქვეყანაში გერმანიიდან და ჰოლანდიიდან შემოდის.

რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, 6% აჭარაზე მოდის, 20% ქვემო ქართლზე, ხოლო 63% სამცხე-ჯავახეთზე, დანარჩენი 11% კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]