weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1217 ლარია - საქსტატი

13:49 ორშაბათი, 16 დეკემბერი 2019

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2019 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა - 2 008.4 ლარი (წლიური ზრდა - 16.4 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 958.7 ლარი (წლიური ზრდა - 9.7 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა - 3.7 პროცენტი); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა - -19.4 პროცენტი).

2019 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარით, ხოლო კაცების - 1475.7 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 72.2 და 115.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]