weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ხევსურეთში სოფელ ხონესთან ახლოს ხანძარია

12:55 ოთხშაბათი, 18 დეკემბერი 2019

დუშეთის მუნიციპალიტეტში, პირიქითა ხევსურეთში სოფელ ხონესთან ახლოს ხანძარია. როგორც ადგილობრივებმა „რეგინფოს“ აცნობეს, ცეცხლი მთაზე, ალპურ ზონაში ხმელ ბალახს უკიდია და არსებობს სოფელზე მისი გავრცელების საფრთხე.

ხონე პირიქითა ხევსურეთში რუსეთის საზღვრისკენ მდებარე ყველაზე ბოლო სოფელია, შატილიდან 20 კილომეტრში. სოფელში მუდმივად შეთეკაურების 4 ოჯახი ცხოვრობს.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ შემთხვევის ადგილას ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე მაშველები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, რეინჯერები და ადგილობრივი მცხოვრებლები ცდილობენ. სამსახურის წარმომადგენლის რატი მუჯირის თქმით,  სოფელზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

სავარაუდოდ ცეცხლი მწყემსის დაუდევრობით გაჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]