weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბათუმში პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს

23:18 ოთხშაბათი, 18 დეკემბერი 2019
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიციელი კისრის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. აჭარის ტელევიზია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პოლიციელს დაზიანება სავარაუდოდ ბლაგვი საგნით მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ერთი მამაკაცი, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა და დაჭრა.

გამოძიება სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

დაჭრილი პოლიციელი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია უტარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]