weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჩაქვისთავში ავარიის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა

18:31 ოთხშაბათი, 25 დეკემბერი 2019

აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 არასრულწლოვანი დაიღუპა. ავტომობილი გზიდან დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლის ხრამში გადავარდა. გარდაცვლილები 17 წლის ბიჭები არიან.

მაშველებმა ცხედრები უკვე ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის პირველ 9 თვეში 4273 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სსკ-ის 276 მუხლი). დაიღუპა 337 და დაშავდა 5884 ადამიანი. სტატისტიკის მიხედვით, ავარიების შედეგად ყველაზე ხშირად 17-დან 40 წლამდე ადამიანები არიან გარდაცვლილები და დაშავებულები.

ყველაზე ხშირად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზებია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; დისტანციის დაუცველობა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება.

2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სულ რეგისტრირებულია 27 349 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]