weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2020

ანრი ოხანაშვილთან კონფლიქტის შემდეგ „ოცნების“ ყოფილი აქტივისტი დააკავეს

11:35 ოთხშაბათი, 15 იანვარი 2020 hits 1060
ფოტოზე - ვახტანგ რობაქიძე / ფეისბუკ გვერდიდან ფოტოზე - ვახტანგ რობაქიძე / ფეისბუკ გვერდიდან

ბაკურიანში, ერთ-ერთ კაფე-ბარში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირების შემდეგ, 33 წლის ვახტანგ რობაქიძე დააკავეს. რობაქიძე „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტია.

„მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ერთ-ერთ კაფე-ბარში სავახშმოდ შევედი. ჩვენთვის უცნობმა მამაკაცმა აგრესია გამოიჩინა, შეურაცხყოფის მოყენება დაიწყო. ოჯახის წევრების გარიდება ვცადე უსაფრთხო ადგილას. იწევდა და გარკვეული ნივთების გამოყენებით მოახლოებას ცდილობდა, თუმცა ხალხმა შეაჩერა და ფაქტი აღიკვეთა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.

ვახტანგ რობაქიძე 2019 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებელ კანდიდატად. 2012-დან 2017 წლამდე ის პარტიის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდულ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

 

ამ თემაზე:

ანრი ოხანაშვილს ქვეყნის გამყიდველი ვუწოდე და დამაპატიმრეს - ვახტანგ რობაქიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]