weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

14:23 შაბათი, 01 თებერვალი 2020

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის მხოლოდ ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებით.

ინტენსიური თოვის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული მაღალმთიან რეგიონებშიც. გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო ვერ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რის გამოც გზა დღეს არ გაიხსნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]