weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბაღდათში სახლში გაჩენილ ხანძარს დედა, 4 ბავშვი და მოხუცი ქალი ემსხვერპლნენ

00:39 სამშაბათი, 04 თებერვალი 2020

ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა. ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ერთი ქალის და 4 არასრულწლოვანის ცხედრები იპოვეს. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი - ხანშიშესული ქალის ცხედარი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა გამოძახებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს.სახანძრო-სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე 2 წუთში გამოცხადდა. იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]