weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ქუთაისში 32 წლის ორსული სავარაუდოდ ვირუსით გარდაიცვალა

14:31 ორშაბათი, 10 თებერვალი 2020
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ქუთაისში 32 წლის ქალი, რომელიც 5 თვის ორსული იყო, სავარაუდოდ ვირუსით გარდაიცვალა. როგორც „რეგინფოს“ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბოლქვაძემ უთხრა, პაციენტი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის პროფილირებულ კლინიკაში გადაიყვანა.

ეს ქალბატონი ჩვენთან, ონის საავდმყოფოში იყო ანტინატალურ აღრიცხვაზე. ერთი კვირის წინ ბრძანდებოდა გეგმურ ვიზიტზე და არაფერი პრობლემა არ იყო. ამის შემდეგ ქალს შეხვდა ვირუსული ინფექცია. როგორც ვიცით, ბავშვებს ჰქონდათ და მათგან გადაედო. დარეკა ჩვენთან ტელეფონზე და ითხოვა, რომ დანიშნულება მიეცათ, რაზეც ჩვენებმა უარი უთხრეს და კლინიკაში მისვლა სთხოვეს, რადგან ორსული იყო, მაღალი რისკია. მანამდე შეთავაზებული ჰქონდა აცრა, რაზედაც ასევე უარი თქვა. არ გამოცხადდა ჩვენთან ვიზიტზე. შემდგომ დარეკა სხვა ექიმთან, ჩვენი საავადმყოფოს გარეთ, იქაც უარი უთქვამს ექიმთან ვიზიტზე, რომ შესაბამისი მკურნალობა მიეღო. ამის შემდეგ ეს პაციენტი დამძიმდა, შემოვიდა ამბროლაურის კლინიკაში, იყო მძიმე პაციენტი. გამოვიძახეთ კატასტროფა, გადავიყვანეთ ქუთაისში პროფილირებული დახმარებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - განაცხადა ნუგზარ ბოლქვაძემ.

ონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნონა ბაკურაძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალს ცხვირ-ხახის ნაცხი ქუთაისში აუღეს და გრიპის ვირუსის დასადგენად, ლაბორატორიული კვლევისთვის თბილისში გაგზავნეს. ბაკურაძე ირწმუნება, რომ ქალის დაღუპვის შემდეგ, მან გარდაცვლილის ოჯახში მყოფი ორივე არასრულწლოვანი მოინახულა და ბავშვებს ამჟამად ვირუსი არ აქვთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ქუთაისიდან ნაცხი თბილისში ლაბორატორიული კვლევისთვის ჯერ არ ჩაუტანიათ, არადა ქალი 8 თებერვალს, ორი დღის წინ გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის სამედიცინო საქმიანობის ინსპექციის სამმართველოს უფროსის კახაბერ ღიბრაძის თქმით, ქუთაისის კლინიკაში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება სააგენტომ დღეს მიიღო: „დავიწყეთ სამართლებრივი უზრუნველყოფის ღონისძიებები. სასამართლოს მივმართავთ შუამდგომლობით, რომ გარდაცვლილთან მიმართებაში სავარაუდოდ ორივე კლინიკის დოკუმენტაცია შევისწავლოთ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]