weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

გუდაურში მოთხილამურე ზვავის ქვეშ მოჰყვა

19:13 შაბათი, 15 თებერვალი 2020

კურორტ გუდაურში, საძელეს საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა და ერთი მოთხილამურე ჩაიყოლა, სამმა კი გაქცევა შეძლო. მთის კურორტების განვითარების კომპანიის გუდაურის სამაშველო ჯგუფის თანამშრომლები ზვავში მოყოლილ ახალგაზრდას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს. დაღამების გამო სამაშველო ოპერაცია შეწყდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მაშველები მუშაობას ხვალ დილიდან გააგრძელებენ. ვარაუდობენ, რომ ზვავის ქვეშ მოყოლილი ადამიანი გარდაცვლილია. ის რუსეთის მოქალაქეა.

„რეგინფოს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში უთხრეს, რომ შემთხვევა სასრიალო ტრასაზე არ მომხდარა. „ყველგან დგას ამკრძალავი ნიშნები, სადაც ზვავსაშიშროებაა. ისინი გადავიდნენ ამ ნიშნებს იქით, სადაც ეს უბედური შემთხვევა მოხდა“, - აღნიშნეს კომპანიაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]