weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან - რჩევები

23:12 ოთხშაბათი, 26 თებერვალი 2020

ახალი კორონავირუსული (COVID-19) ინფექციისგან თავის დასაცავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვირჩევს ხელები ხშირად დავიბანოთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, რაც ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს. ასევე, ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და ხელები დაიბანეთ.

ხველისა და ცემინებისას ხელის აფარების შემთხვევაში, თქვენი ხელის ზედაპირებზე არსებულ მიკრობებსა და ვირუსებს ავრცელებთ ირგვლივ მყოფ საგნებზე და ადამიანებზე,  ამ ქმედებით კი ხელს უწყობთ ინფექციის გავრცელებას.

შეინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და  სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.

რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, თუ თქვენ ამ დროს იმყოფებით ძალიან ახლო მანძილზე, შესაძლებელია ჩაისუნთქოთ ვირუსი.

არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს. ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული. თუ დაბინძურებლი ხელებით შეეხებით თვალს, ცხვირსა და პირს, შესაძლებელია ვირუსი საგნების ზედაპირიდან საკუთარ თავზე გადაიტანოთ.

აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას თუ იმოგზაურეთ იმ ქვეყანაში, სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი COVID-19, ან კონტაქტში იმყოფებოდით იმ პირთან, რომელმაც უახლოს ხანში იმოგზაურა ჩინეთში და რესპირაციული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა.

როდესაც თქვენ გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შესაძლებელია გამოწვეული იყოს რესპირაციული ინფექციით ან სხვა სერიოზული დაავადებით. ცხელება შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, თქვენი პირადი მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე შესაძლებელია ცხელების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყოს.

თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში, ზედმიწევნით დაიცავით ხველის ეტიკეტი და ხელის ჰიგიენა, დარჩით სახლში სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ცხოველებთან და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან შეხების შემდეგ რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.

არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირს ან პირს;

თავიდან აიცილეთ ავადმყოფ ცხოველებთან ან გაფუჭებულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან კონტაქტი.

მოერიდეთ ბაზარში ცხოველებთან კონტაქტს (მაგ, მაწანწალა კატები და ძაღლები, მღრღნელები, ფრინველები, ღამურები).

მოერიდეთ მაღაზიებსა და ბაზრებში პოტენციურად დაბინძურებული ცხოველების ნარჩენებთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ უმი და თერმულად ცუდად დამუშავებული ცხოველური პროდუქტები საჭმელად.

განსაკუთრებულად ფრთხილად მოიქეცით მაშინ, როდესაც გიწევთ უმ ხორცთან ან რძესთან კონტაქტი, რადგან თავიდან აიცილოთ უმი პროდუქტებიდან ჯვარედინი დაბინძურება.

მოერიდეთ საზოგადოებაში გადაფურთხებას.

სველი წესით დაალაგეთ სამუშაო და საცხოვრებელი ადგილები, ხშირად გაანიავეთ ოთახები; მოერიდეთ დიდი თავშეყრის ადგილებს. თუ გაქვთ რესპირატორული ინფექციის სიმპტომები, გამოიყენეთ პირბადე.

მაღალი რისკის ქვეშ არიან ხანდაზმული და თანმხლები ქრონიკული დაავადებების (დიაბეტი, გულის დაავადებები და ა.შ.) მქონე პირები.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. „ლუგარის“ ლაბორატორიის ანალიზით დადასტურდა, რომ კორონავირუსი აქვს საქართველოს მოქალაქეს, 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში გუშინ, 26 თებერვალს შემოდიოდა. იგი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) 26 თებერვლის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 81 027 შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად).

81 027 შემთხვევიდან ჩინეთიში დაფიქსირდა 78 095, ჰონგ-კონგი 85, მაკაო 10

აღრიცხულია სიკვდილის 2 763 შემთხვევა. (ჩინეთი 2 716, ჰონგ-კონგი 2, ირანი 15, საერთაშორისო სატრანსპორტო შემთხვევები: იაპონია 4, ტაივანი 1, ფილიპინები 1, იაპონია 1, საფრანგეთი 1, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 11, იტალია 11).

ჩინეთის გარეთ 37 ქვეყანაში დაფიქსირებულია 2 837 დადასტურებული შემთხვევა: აფრიკა, ალჟირი, ეგვიპტე 1; სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 1 146, იაპონია 164, ირანი 95, სინგაპური 91, ტაილანდი 40, ტაივანი 31, ბაჰრეინი 23, მალაიზია 22, ვიეტნამი 16, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 13, ქუვეითი 11, ერაყი 5, ომანი 4, ინდოეთი 3, ფილიპინები 3, ისრაელი 2, ავღანეთი 1, კამბოჯა 1, ნეპალი 1, შრი-ლანკა 1, ლიბანი 1, ამერიკის შეერთებული შტატები 53, კანადა 11, ბრაზილია 1, იტალია 322, გერმანია 18, გაერთიანებული სამეფო 13, საფრანგეთი 14, ესპანეთი 7, ავსტრია 2, რუსეთი 2, ბელგია 1, ხორვატია 1,  ფინეთი 1, შვედეთი 1,  შვეიცარია 1, ავსტრალია 22, საერთაშორისო სატრანსპორტო შემთხვევები: იაპონია 691.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]