weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

22:54 სამშაბათი, 10 მარტი 2020

საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID – 19) ინფიცირებულთა რაოდენობა 15-დან 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში 46.

„როგორც ვპროგნოზირებდით, ინფექცია თანდათან ფეხს იკიდებს - რვავე უკავშირდება იტალიას. აქედან ხუთი მგზავრობას და დაკავშირებულია იმ კლასტერთან, რომელიც მეორე შემთხვევად დაფიქსირდა ჩვენთან და მასთან ერთად იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ თვითიზოლაციაში. მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი იწვა ინფექციურში, ორი კი დასავლეთ საქართველოში.

შიდა გადადება არ გვაქვს, ყველა შემთხვევა არის შემოტანილი - ორი ირანიდან, დანარჩენი იტალიიდან.

შემოტანილია ან ასოცირებული იტალიიდან ჩამოსულთან კონტაქტით, მესამე და მეოთხე რიგის გადადება არ გვაქვს", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) 10 მარტის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია 114 243 შემთხვევა, აქედან ჩინეთში დაფიქსირდა 80 879.

დაფიქსირებულია სიკვდილის 4 023 შემთხვევა - ყველაზე დიდი მსხვერპლია ჩინეთში 3 139 ადამიანი, ირანში 237, საფრანგეთში 30, ამერიკის შეერთებულ შტატებში 26, სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში 54, იტალიაში 464, ესპანეთში 28.

კორონავირუსს მსოფლიოში 4 095 ადამიანი ემსხვერპლა, 64 752 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 115 ქვეყანაშია გავრცელებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]